სიახლე ჩვენს საიტზე!
ჩვენ დავამატეთ HTML/CSS კურსი. კურსი უნიკალურია იმით, რომ თქვენ შეგიძლიათ თეორიასთან ერთად პრაქტიკული დავალებები აკეთოთ და ონლაინშივე ისწავლოთ ვებ-განლაგება, ზედმეტი თეორიებისა და ლექციების გარეშე. შესრულებული დავალება დაუყონებლივ მოწმდება და შეცდომის შემთხვევაში განიმარტება, სად იყო დაშვებული შეცდომა, როგორ შეიძლება მისი გამოსწორება და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან მსგავსი შეცდომები.
HTML/CSS კურსი უფასოა. ერთხელ შეძენილი კურსი მუდმივად რჩება თქვენს მფლობელობაში. თქვენ თვითონ ირჩევთ სწავლის გრაფიკს, დროს, სიჩქარეს. თქვენ არ ხართ დამოკიდებული სტანდარტულ პროგრამებსა და დროზე.
რა არის HTML/CSS და რაში მჭირდება ვებ-შემუშავებაში?
HTML/CSS - ტეგები, სელექტორები, კლასები, უნიკალური იდენტიფიკატორები და სხვა მრავალი რამ არის, რაც ქმნის ვებ-გვერდის ჩონჩხს და სტილისტიკურად აფორმებს მას. HTML/CSS - საიტის შექმნის პირველი ეტაპია, რომლის გარეშე ვერ დაიწერება ვერც JavaScript კოდი და ვერც Backend პროგრამა.
რა საჭიროა HTML/CSS ვებ-პროგრამირებაში?
თანამედროვე შემუშავებაში HTML/CSS ჭრის მთავარ ამოცანას:
1. საიტის კარკასის შექმნა (HTML)
HTML პასუხისმგებელია ყელაფერზე, რასთანაც ურთიერთმოქმედებს საიტის მნახველი:
- სათაურები და ტექსტები;
- სხვადასხვა ბლოკები და სექციები;
- ფორმები, შეყვანის ველები, საკონტაქტო, რეგისტრაციისა და მომხმარებლის შესვლის ფორმები;
- ღილაკები, გამოსახულებების ბლოკები და მოდალური ფანჯრების კარკასები;
- საიტის ძირითადი აგებულება და არქიტექტურა
2. სტილისტიკური გაფორმება (CSS)
თუ HTML პასუხისმგებელია საიტის ჩონჩხის აგებაზე, CSS (Cascading Styles Sheets - სტილების კასკადური ცხრილები) პასუხისმგებელია საიტის ვიზუალურ მხარეზე, კერძოდ:
- ფერები, გაფორმება, მოყვანილობა;
- ფოტოების, ბლოკების, სექციების სწორი განლაგება;
- მობილური ადაფტაცია, ნებისმიერი ზომის ეკრანზე მორგება;
- ღილაკების, სლაიდერების ეფექტები;
- ანიმაცია;
- შრიფტების მოყვანილობა და ტიპი;
- ღილაკების, ტექსტების, გამოსახულებების, ვიდეო-ბლოკების ზომები და მოყვანილობა;
ერთობლიობაში HTML/CSS ერთ დახვეწილ, ყველა ეკრანზე მორგებულ ვებ-საიტს ქმნის ვებ-გვერდებით, თუმცა ყველაფერი ეს სტატიკურია და დინამიურობამდე ჯერ კიდევ შორს არის. ამის მიუხედევადა ვერც ერთი ვებ-გვერდი ვერ იქნება შექმნილი მის გარეშე